ჩვენი წარმოშობის საიდუმლოს ფარდა აეხადა

ჩვენი წარმოშობის საიდუმლოს ფარდა აეხადა

მიშელ ბრუნე (დაბ. 6 აპრილს, 1940) ფრანგი პალეონტოლოგი და კოლეჯ დე ფრანს–ის პროფესორია.

2001 წელს მიშელ ბრუნემ უდიდესი გარღვევა მოახდინა პალეონტოლოგიაში. ცენტრალურ აფრიკაში მიმდინარე ექსპედიციისას მან აღმოაჩინა გვიან მიოცენური ჰომინიდის თავის ქალა და რამოდენიმე ყბა, რომლებიც მანამდე ცნობილ უძველეს ჰომინიდ – ლუსიზე 3 მილიონ წლით უფრო ძველია.

1980–იანი წლების ბოლოს ბრუნემ და პილბიმმა აფრიკაში დაიწყეს მუშაობა. მათი მიზანი იყო შეემოწმებინათ ივ კოპენსის თეორია რომლის მიხედვითაც ჰომინიდების წარმოშობის ადგილი აღმოსავლეთ აფრიკის სავანებია. ბრუნესა და პილბიმის აზრით კი ჩადის ტბის სანაპიროები, რომლებიც მაგნიტივით იზიდავდა ძუძუმწოვრებს, შესაძლოა ასევე ჰომინიდებისთვისაც მიმზიდველი ყოფილიყო. 1984 წელს ძიება დაიწყო კამერუნში, მაგრამ 9 საველე სეზონის შემდეგ უშედეგოდ დასრულდა.

ახალი შესაძლებლობა მხოლოდ მაშინ გამოჩნდა როდესაც ჩადის მთავრობამ ბრუნეს მისცა ჯურაბის უდაბნოში გათხრების წარმოების ნებართვა. ეს უდაბნო ჩადის სამოქალაქო ომის გამო დიდხანს დაკეტილი იყო უცხოელებისათვის.

1995 წლის 23 იანვარს ჯურაბის უდაბნოში ბრუნემ აღმოაჩინა 3,5 მილიონი წლის ასაკის ყბის ძვლები. მან ის მიაკუთვნა ავსტრალოპითეკს, Australopithecus bahrelghazali. შინაურულად ბრუნემ მას აბელი დაარქვა კამერუნში ექსპედიციების დროს გარდაცვლილი მეგობრის აბელ ბრილანსოს საპატივცემულოდ. აბელი იყო პირველი ნამარხი ჰომინიდი, რომელიც აღმოჩენილი იქნა დასავლეთ აფრიკაში, რამაც რადიკალურად შეცვალა დისკურსი ადრეული ჰომინიდების გავრცელების შესახებ. ამ აღმოჩენამდე ითვლებოდა, რომ ჰომინიდები გავრცელებული იყვნენ მხოლოდ სამხრეთ და განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ აფრიკაში.

2001 წლის 19 ივლისს ბრუნეს გუნდის მიერ გაცილებით უფრო გახმაურებული და მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთდა, როდესაც მისი მისიის სტუდენტმა აჰუნტა ჯიმდუმალბაიემ გამოთხარა თითქმის მთლიანი თავის ქალა, რომლის ასაკიც არის 6–7 მილიონ წელი. მას ჩადის პრეზიდენტმა იდრის დებმა „თუმაი“ დაარქვა, რაც ადგილობრივ ჩადურ ენაზე „სიცოცხლის იმედს“ ნიშნავს. ბრუნემ იგი განსაზღვრა როგორც Sahelanthropus tchadensis (სახელანთროპუს ჩადენსის) პირველი ნიმუში.

ამ აღმოჩენამ ბრუნეს მსოფლიო აღიარება მოუტანა პალეონტოლოგიის სფეროში და 2003 წელს იგი დაჯილდოვდა დენ დევიდის პრიზით, რომელსაც მხოლოდ მათ ანიჭებენ ვინც გვეხმარება უკეთ შევიმეცნოთ მსოფლიო ან თავად ცვლიან მას.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s