დრ. ელისო ყვავაძე: კავკასიის უძველესი ადამიანის დიეტა ნეოლითიდან ანტიკურ ხანამდე

დრ. ელისო ყვავაძე წარსდგება თბილისის ჯანაშიას სახელობის მუზეუმის ტერიტორიაზე მოქმედ კაფე მუზეუმში და მოგვითხრობს თავისი კვლევების შესახებ.

კავკასიის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების საფუძველზე ჩვენ მოვიპოვებთ ინფორმაციას უძველესი ადამიანის ყოფის სხვადასხვა ასპექტების შესახებ, როგორიცაა: რელიგია, კლასობრივი წყობა და ა.შ. მათ შორის საინტერესოა ე.წ. ნეოლითის დიეტა რაც  დრ. ელისო ყვავაძის კვლევის ერთ-ერთ საგანს წარმოადგენს. მისი ნაშრომები შეისწავლის არქეოლოგიური გათხრების საშუალებით მოპოვებულ ინფორმაციას საქართველოსა და კავკასიაში   სხვადასხვა დროში (ნეოლითიდან ანტიკურ ხანამდე) მაცხოვრებელი ადამიანების დიეტის ანუ კვების მენიუს შესახებ. მის ლექციაში გაშუქდება პერიოდი ნეოლითიდან (ძვ. წ. VI ათასწლეული, გადაჭრილი გორა)   ანტიკურ ხანამდე (ძვ. წ. IV საუკუნე, ვანი).

უძველეს სამარხებში აღმოჩენილ საკვებს შორის გვხვდება:ვაზის მტვრის მარცვლები, ცაცხვის და მარწყვის მტვრის მარცვლები (თაფლის პროდუქტი), ხის მერქანი (ღია ცეცხლზე ხარშვის პროდუქტი),  თაფლი (გადაჭრილი გორა, სამარხი,  ძვ. წ. VI ათასწლეული; კოდიანა,  ყორღანი ძვ. წ. 26-25 საუკუნეები, ძეძვები, სამარხი,  ადრეული ბრინჯაოს ხანა ძვ. წ. 3500- 3000; ვანი,ოინოხოია, სამარხი,  ანტიკური ხანა, ძვ. წ. IV საუკუნე,),  ხორბლის ფაფა თხილით და თაფლით (წანდილი) (აბანოთუბანი, ბავშვის სამარხ, ახ. წ. მე-12 საუკუნე), ხორბალი, ხორბლის ფაფა (ჭობარეთი,ნამოსახლარი, ადრეული ბრინჯაოს ხანა, ძვ.წ.  3500-3000 წწ., გრაკლიანი გორა, სამარხი,  ძვ. წ. XIII-XII საუკუნე), ხორცის ულუფა (შაფარ-ხარაბა, სამარხი ძვ.წ. XIV-XV საუკუნეები), სათესი მარცვლოვნები და ყურძნის მტვერი (სომხეთი, ნერკინ ნავერი ყორღანი, ადრეული ბრინჯაოს ხანა), ნაცარქათამა, ჭინჭარი, ნარშავი  და მათიმტვრის მარცვლები ( ბრინჯაოს ხანის ჭურჭლიდან), ლეღვის ნაყოფისა და თესლის ნაშთი (ბედენი, ყორღანი, ადრეული ბრინჯაოს ხანა ძვ. წ 3500 -3000 წწ.), სავარაუდოდ ყურძნის წვენი და ყურძნის მტვრის მარცვლები (ნაჭივჭავები, ბავშვის სამარხი, მტკვარი-არაქსის კულტურა, გვიანი ბრინჯაოს ხანა ძვ წ. 3000 წ.).

დასკვნები, რომელსაც მკვლევარი აკეთებს ძალზედ საინტერესოა:

  • ბრინჯაოს პერიოდის პირველ ბახევარში, როდესაც კლიმატი დღევანდელთან შედარებით, გაცილებით თბილი იყო, კავკასიის მთიან რეგიონებში მოსახლეობის დიეტაში მცენარეული საკვები ჭარბობდა. ხორცის პროდუქტი 20% არ აღემატებოდა
  • გვიან ბრინჯაოს ხანაში კლიმატური პირობები შეიცვალა, იგი აღარ იყო ისეთი თბილი. კავკასიის მთაში ამ დროს მიწათმოქმედება ვეღარ ვითარდებოდა, და ეს აისახა ადამიანის კვებაზე. მცენარეულ საკვებს ენაცვლებოდა ცხოველური, რომელიც უკვე კვების 50% შეადგენდა
  • მებაღეობა, მევენახეობა და მეფუტკრეობა მაქსიმალურ განვითარებას აღწევდა ჰოლოცენის კლიმატური ოპტიმუმის დროს, რომელიც ადრეული ბრინჯაოს პერიოდს ემთხვევა (ძვ.წ. მეოთხე ათასწლეულის ბოლო და ძვ.წ. მესამე ათასწლეულის დასაწყისი)
Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s