ოქრო საქართველოში

28 ნოემბერს, 17:30 ზე თბილისის სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში მოქმედ სამეცნიერო კაფეში თქვენს წინაშე წარსდგება მეცნიერებათა დოქტორი ქალბატონი ირინა ღამბაშიძე და წარმოგიდგენთ საყდრისის უძველესი ხანის მაღაროსთან დაკავშირებულ საინტერესო პრეზენტაციას.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის  არქეოლოგიის ცენტრის სამეცნიერო ჯგუფი 2004 წლიდან ჩართულია საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტში სახელწოდებით „ოქრო საქართველოში“. პროექტს აფინანსებს ფოლცვაგენის ფონდი. ამ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს   მსოფლიოში უძველესი ოქროს წარმოების კერის, მაღაროებისა და სამთოელთა დასახლების კვლევები ადგილ საყდრისსა და ბალიჭი-ძეძვების ნამოსახლარზე, რომელიც ბოლნისის რაიონში მდებარეობს. მაღარო  ძველი წელთაღრიცხვით IV (მეოთხე) ათასწლეულით არის დათარიღებული და იგი 5400 წლისაა.

ამ პერიოდს მსოფლიო ცივილიზაციების განვითარების ისტორიაში ადრეული ბრინჯაოს ხანა ეწოდება. ამ დროისათვის  მდინარეების მტკვრისა და არაქსის აუზში ყალიბდება ე.წ. მტკვარ-არაქსის კულტურა, რომლის არტეფაქტებიც მრავლად მოიპოვება ჩრდილო კავკასიიდან ახლო აღმოსავლეთის სამხრეთამდე გადაჭიმულ ტერიტორიაზე.  ამ კულტურის მატარებელი საზოგადოება, რომელიც სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე სახლობს, მსოფლიო ცივილიზაციების ისტორიაში ცნობილია, როგორც მადნისეული საბადოების საუკეთესო მცოდნე, რომელსაც ოქროს ძებნა-ძიებისა და მიწის ქვეშ მადნის მოპოვების ურთულესი ტექნოლოგიები კარგად ჰქონდა ათვისებული. ამ პერიოდში ოქროს მოპოვების სხვადასხვა ხერხი არსებობდა, როგორიცაა მდინარეში ოქროს რეცხვა, ანუ ქვიშრობული ოქროს მოპოვება.

მაშასადამე, ბოლნისში სოფელ კაზრეთთან საყდრისის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი დროის ოქროს მაღარო მეტყველებს იმაზე, რომ მაშინ როდესაც ეგვიპტელები ოქროს მდინარე ნილოსში რეცხვის გზით მოიპოვებდნენ, ბოლნისის ტერიტორიაზე  ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ხალხი, რომელიც ფლობდა მიწის ქვეშ არსებული უხილავი ოქროს ადგილსამყოფელის მიკვლევის და მოპოვების ურთულეს ტექნოლოგიებს.  საინტერესოა ის, რომ ეს ხალხი საგრძნობლად უსწრებდა წინ არათუ ეგვიპტელებს, არამედ  ჩვენს უფრო გვიანდელ წინაპარ ტომებს კოლხეთიდან, რომლებიც ოქროს მოპოვებით იყვნენ ცნობილნი ძველ საბერძნეთში. და ბუნებრივია, რომ ამ იდუმალი ხალხის ოქროს მედეას ოქროზე გაცილებით უფრო იდუმალი ელფერი დაკრავს. ისმის კითხვები: თუ ვინ მოიპოვებდა ოქროს (ადგილობრივი მტკვარი–არაქსის კულტურის მატარებელი ხალხი თუ ?) და ასევე საინტერესოა რა მნიშვნელობა ჰქონდა ოქროს მტკვარი–არაქსის კულტურაში.

საყდრისის ადრეული ბრინჯაოს ოქროს საბადო შემთხვევით იქნა მიკვლელული კომპანია მადნეულის გეოლოგების მიერ, რომლებიც ოქროს მადნის საძიებო სამუშაოებს ატარებენ საყდრისის ტერიტორიაზე. ქართველმა გეოლოგებმა არქეოლოგებს შეატყობინეს საინტერესო და უჩვეულო მაღაროების აღმოჩენის შესახებ. არქეოლოგებს კი  ამგვარად  კვლევის და ჰიპოთეზების უშრეტი წყარო შერჩათ ხელში. მათ აღმოაჩინეს, რომ მაღარო მიწისქვეშ 50 მეტრის სიღრმეზე ვრცელდება. მათ ასევე მიაკვლიეს სამთოელების უძველეს დასახლებას, მათ სამარხებს, და მადნის დამამუშავებელ სახელოსნოებს, რაც მიუთითებს ამ ინდუსტრიის მთლიანი ციკლის განვითარებას ბოლნისის რაიონის ტერიტორიაზე.

გეოლოგების მონაცემებით,  სამწუხაროდ კომპანია მადნეულის მიერ  წარმოების პროცესში განადგურდა სამთო წარმოების უამრავი უძველესი ადგილი, რასაც ნათლად ადასტურებს ამ ტერიტორიაზე შემთხვევით მოპოვებული ქვის იარაღები.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s