კავკასიის იბერიის სამთავროს სასაფლაო: უახლესი კვლევები

samtavroმომხსენებელი ალექსანდა მიშალევიჩი, მელბურნის უნივერსიტეტი, ავსტრალია

პრეზენტაციის დრო და ადგილი: 17:00, 24 ივლისი, სამეცნიერო კაფე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, რუსთაველის პროსპექტი N3, თბილისი, საქართველო.

სამთავროს სასაფლაო უნიკალურია კავკასიაში თავისი ზომით და გამოყენების ხანგრძლივობით. იგი მდებარეობს ძველ მცხეთაში და გამოიყენებოდა დასაფლავების მიზნით გვიანი ბრინჯაოს და რკინის ხანაში, ასევე რომაულ და გვიან ანტიკურ პერიოდებში. პრეზენტაცია გააშუქებს დასაფლავების გვიან ფაზას, განსაკუთრებული აქცენტით სამარხის არქიტექტურასა და სამარის შემადგენლობაზე. მონაცემები შეგროვებულია 1000 სამარხიდან და 2000 არტეფატიდან, რომელიც მოპოვებული იქნა საბჭოთა და პოსტ–საბჭოთა პერიოდებში. პროექტი ნათელს ფენს გვიანი ანტიკური დროის სასაფლაოს შესახებ არსებულ მონაცემთა ერთ–ერთ უდიდეს კოლექციას, რომელიც ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის მატერიალური კულტურის არქივებში და რომლებზეც წვდომა უზრუნველყოფილი იქნა საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ.

ანტიკურ პერიოდში, მცხეთა გახლდათ იბერიის სამეფოს დედაქალაქი და თუმცაღა იქ არსებობს სხვა თანამედროვე ელიტარული სასაფლაოებიც, სამთავრო თავისი ექსტენსიური და ამავდროულად მოკრძალებული სამარხებით იძლევა რეგიონის მოსახლეობის და ადათ–წესების ზუსტი სურათის აღდგენის შესაძლებლობას. პრეზენტაცია ხაზს უსვამს სასაფლაოს შესწავლისას გამოყენებულ მეთოდოლოგიას და ამჟამად არსებულ წინასწარ შედეგებს. კვლევა ეძღვნება იბერიულ დასაფლავების რიტუალთან, იდენტობასა და კულტურულ ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს ახ. წ. 1 საუკუნიდან მე–8 საუკუნემდე. სამთავრო გვთავაზობს უმნიშვნელოვანესი სასაფლაოს შესწავლის უნიკალურ შესაძლებლობას. ცხადი ხდება, რომ ამ ადგილის ფართომასშტაბიანი შესწავლა დაგვეხმარება იბერიის განვითარებისა და კულტურული თავისებურებების უკეთესად გააზრებაში.

ბიოგრაფია
ალექსანდა მიშალევიჩი არის მელბურნის უნივერსიტეტის სადოქტორო კურსის ბოლო კურსელი. მისი ხელმძღვანელია პროფესორი ანტინიო საგონა. მისი დისერტაციის თემა იკვლევს კავკასიის იბერიაში, სამთავროს სასაფლაოზე დასაფლავების რიტუალს. ის 2008 წლიდან მონაწილეობს საქართველოს ტერიტორიაზე საქართველო–ავსტრალიის არქეოლოგიურ კვლევების ფარგლებში მიმდინარე გათხრებში. ეს არქეოლოგიური კვლევები წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ მუზეუმის და მელბურნის უნივერსიტეტის იდისციპლინათაშორის და კოლაბორაციულ პროექტს, რომელიც დაფინასებულია ავსტრალიის სამეცნიერო კვლევათა საბჭოს მიერ. 2013 წელს ალექსანდრა მიშალევიჩი შეუერთდება თურქეთის ტერიტორიაზე, ტროაში მიმდინარე გათხრებს.

პრეზენტაციის სპონსორებია სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევის ინსტიტუტი (ARISC) და საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო კაფე.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s