არქეოლოგ გიორგი გოგოჭურის პრეზენტაცია “მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2011 წლის არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ”

2 ოქტომბერს, 17:00 საათზე გეპატიჟებით სამეცნიერო კაფეში, რომელიც მდებარეობს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ცენტრალურ ფოიეში, რუსთაველის გამზ.3. ამჯერად შეგიძლიათ დაესწროთ პრეზენტაციას “მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2011 წლის არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ”. პრეზენტაციას წარმოგვიდგენს არქეოლოგი გიორგი გოგოჭური.

ilmazlq2011 1637

2011 წლის ზაფხულში მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მნიშვნელოვან არქეოლოგიურ  აღმოჩენებს ჰქონდა ადგილი. სოფელ ილმაზლოს სიახლოვეს, მდინარე მტკვრის მარჯვენა  სანაპიროზე, ახალმშენებლობის ზონაში, გამოვლინდა მრავალფენიანი ნამოსახლარი.

500 კილოვატიანი გადამცემი ხაზის ასაშენებლად გამოყოფილ დერეფანში არქეოლოგების მიერ  მიკვლეულ იქნა არქეოლოგიური ობიექტები. ვინაიდან შეუძლებელი აღმოჩნდა ამ მონაკვეთში  ელექტროგადამცემი ხაზის დერეფნის კორექტირება. ამიტომაც აუცილებელი შეიქმნა არქეოლოგიური  გათხრების ჩატარება.

ნამოსახლარი განთავსებულია მტკვრისპირა ბუნებრივ ბორცვზე.   უძველესი დასახლება, როგორც ჩანს, შედიოდა ხუნანის საერისთავოსა თუ გარდაბნის პროვინციაში. რაც მთავარია, ის, ჩვენი აზრით, გარკვეულ დროს ახ. წ. II-IV სს–ში უნდა ყოფილიყო ზემ


IMG_4036
ოთ ნახსენები რომელიმე პოლიტიკური ერთეულის ცენტრიც. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ნამოსახლარის გათხრილ ფართობზე აღმოჩენილი სასახლის ნაშთი (14,0 X 9,0 მ), რომლის კედლები ნაშენი ყოფილა რიყის ქვის საძირკველზე დაწყობილი ალიზის აგურით. გადახურვისათვის გამოუყენებიათ  ბრტყელი და ღარიანი კრამიტი.

არაა გამორიცხული, რომ ახლადაღმოჩენილი ნამოსახლარის სახით ჩვენ საქმე გვქონდეს `გარდაბნის ციხესთან’’. ანუ არაბულ ისტორიულ წყაროებში ,,ციხე ჯარდამანის“ სახელით ცნობილ დასახლებასთან, რომელიც დ. მუსხელიშვილის აზრით მდ. ქციისა და მტკვრის შესართავთან ლოკალიზდება.

ნამოსახლარზე გამოვლენილი კულტურული ფენები განეკუთვნება ექვს სხვადასხვა ეპოქას: ჯერჯერობით ყველაზე ადრეულია ძვ. წ. მესამე ათასწლეულის შუა ხანების არქეოლოგიური ობიექტები, რომელებიც წარმოდგენილია საკურთხევლითა და სამეურნე ორმოთი. შემდეგ მოდის რკინის ფართო ათვისების ხანის ერთი სამარხი. მომდევნო ქრონოლოგიური ჯგუფის სამარხები და ორმოები მიეკუთვნება ანტიკური ხანის დასასრულსა და ელინისტურ ეპოქას. ქრისტეს შობის შემდგომი ხანის ძეგლები წარმოდგენილია სასახლით (II-IV სს.), ადრეული შუა საუკუნეების (VI-VII სს.) სამარხებით, გვიანი შუა საუკუნეების ორი სამშენებლო დონითა და მრავალრიცხოვანი ორმოებით.

სამეცნიერო კაფეში ამ საინტერესო საკითხებზე თქვენთან ისაუბრებს ილმაზლოს ექსპედიციის ხელმძღვანელი, არქეოლოგი გიორგი გოგოჭური. გელით კაფეში.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s